რატომ მჭირდება ეს?

ჩვენ გთავაზობთ შესაძლებლობას დააზღვიოთ თქვენი მოწყობილობა დამატებით ერთი ან ორი წლის განმავლობაში მწარმოებლისგან საგარანტიო პერიოდის დასრულების შემდეგ. სერვისით სარგებლობის შემთხვევაში, მოწყობილობას შევაკეთებთ ოფიციალური სერვის ცენტრის სატანდარტების შესაბამისად და მხოლოდ ორიგინალური სათადარიგო ნაწილების გამოყენებით.

1
გთავაზობთ დამატებით საგარანტიო ვადებს

გარანტია ხელმისაწვდომია 12 და 24 თვის განმავლობაში

2
ორიგინალი სათადარიგო ნაწილები

ჩვენ ვიყენებთ ხარისხის სერტიფიცირებულ სათადარიგო ნაწილებს

3
ოფიციალური სერტიფიცირებული სერვის ცენტრი

ოფიციალურად და საიმედოდ გარანტიით

ფასი?

გაფართოებული გარანტიის ფასის გასარკვევად, უნდა შეიყვანოთ მოწყობილობის სერიული ნომერი და შეძენის თარიღი. 12 და 24 თვის ფასს დავასახელებთ ცალკეულად

FAQ

თუ ვერ იპოვით თქვენს კითხვაზე პასუხს, მოგვწერეთ და ჩვენ გიპასუხებთ

რომელი მოწყობილობისთვის შემიძლია გაფართოებული გარანტიის სერვისით სარგებლობა?

გაფართოებული გარანტიის შეძენა შესაძლებელია Apple-ის პროდუქციისთვის, რომელიც ოფიციალურად იმპორტირებულია საქართველოში იმ პირობით, რომ მწარმოებლის საგარანტიო ვადა ჯერ არ გასულა სერვისის შეძენის თარიღისთვის.

როგორ შემიძლია შევამოწმო, არის თუ არა გაფართოებული გარანტიის სერვისი ჩემი მოწყობილობისთვის?

ჩვენს ვებგვერდზე შესყიდვისას თქვენ უნდა შეიყვანოთ მოწყობილობის სერიული ნომერი და ჩვენ შევამოწმებთ შესაძლებელია თუ არა სერვისის შეძენა.

სად ვნახო მოწყობილობის სერიული ნომერი?

Apple-ის ვებსაიტზე მოცემულია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იპოვოთ თქვენი Apple პროდუქტის სერიული ნომერი https://support.apple.com/en-us/HT204308

როდის იწყება გაფართოებული გარანტიის სერვისი?

გაფართოებული გარანტიის სერვისი იწყება 00:00 საათიდან მწარმოებლისგან საგარანტიო პერიოდის დასრულებიდან მომდევნო კალენდარული დღეს და მოქმედებს ერთი ან ორი წლის განმავლობაში, მომსახურების არჩევიდან გამომდინარე.

რა უნდა გავაკეთო, თუ ჩემი მოწყობილობა, რისთვისაც ვიყიდე გაფართოებული გარანტია, აღარ მუშაობს?

თქვენ უნდა დაუკავშირდეთ მხარდაჭერის სამსახურს და ჩვენი კომპანიის თანამშრომლები გაგიწევენ რჩევას შემდგომი ქმედებების შესახებ